---
title: "მუხლი 8. პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა — ენერგოეტიკეტირების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/8"
law: "ენერგოეტიკეტირების შესახებ"
article: "8"
identifier: "matsne 4745123"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-10"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 8. პროდუქტის თავისუფალი მიმოქცევა — ენერგოეტიკეტირების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-10. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგოეტიკეტირების შესახებ, მუხლი 8 (consolidated as of 2026-06-10), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/8

1. დაუშვებელია ამ კანონითა და ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი პროდუქტის ბაზარზე განთავსებისა და ექსპლუატაციაში გაშვების აკრძალვა, შეზღუდვა ან რაიმე სახით ხელშეშლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროდუქტი სიცოცხლისთვის, ჯანმრთელობისთვის, საკუთრებისთვის, გარემოსთვის საფრთხის შემცველია ან/და პროდუქტი ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს.

2. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ეტიკეტზე და პროდუქტის შესახებ საინფორმაციო ცხრილში/ფირფიტაზე დატანილი ინფორმაციის სიზუსტის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენა ამ კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად.

3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3301).
საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3301 – ვებგვერდი, 17.07.2023წ.
თავი III. ზედამხედველობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/7.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4745123-energoetiketirebis-shesakheb/9.md
