---
title: "მუხლი 10. საბაზრო საქმიანობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/10"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "10"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 10. საბაზრო საქმიანობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 10 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/10

1. ენერგეტიკული საქმიანობა, რომელიც ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად არ არის მიჩნეული ან დაკისრებული, როგორც საჯარო მომსახურება, ხორციელდება საბაზრო საქმიანობის სახით, შესაბამისი საქმიანობის მარეგულირებელი წესების თანახმად, ხოლო ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ან/და დაკავშირებული მომსახურების რაოდენობა და ფასი, აგრეთვე სხვა კომერციული პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით ან/და ორგანიზებულ ელექტროენერგიის ან ბუნებრივი გაზის ბაზრებზე ფასის პირდაპირი შეთავაზების გზით.

2. საბაზრო საქმიანობის ორგანიზება და განხორციელება უნდა შეესაბამებოდეს საბოლოო მომხმარებლის საჭიროებებს და მიზნად უნდა ისახავდეს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის უსაფრთხო, საიმედო და ეფექტიან მიწოდებას სამართლიანი კონკურენციისა და ენერგეტიკული საწარმოების სამართლებრივი თანასწორობის პრინციპების დაცვით.
თავი V. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობისავტორიზაცია

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/9.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/11.md
