---
title: "მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/112"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "112"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 112. მოწყვლადი მომხმარებლის დაცვა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 112 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/112

მოწყვლადი  მომხმარებლის  დაცვის  მიზნით  სახელმწიფო  და მუნიციპალიტეტის ორგანოები კომისიასა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავებენ სპეციალურ პროგრამებს/ღონისძიებებს/შეღავათებს ელექტროენერგიაზე, ბუნებრივ გაზზე ან/და წყალმომარაგებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების ან/და მისი/მათი ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად და განსაზღვრავენ აღნიშნული პროგრამებით/ღონისძიებებით/შეღავათებით მოსარგებლე შესაბამის მოწყვლად მომხმარებელს.
საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7020-რს – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/111.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/113.md
