---
title: "მუხლი 115. ენერგეტიკული ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/115"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "115"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115. ენერგეტიკული ბაზრის გახსნის წამახალისებელი ზომები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 115 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/115

1. კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრავს აუცილებელ და პროპორციულ ღონისძიებებს ეფექტიანი საბაზრო კონკურენციის წასახალისებლად და ამგვარად უზრუნველყოფს ენერგეტიკული ბაზრის გამართულ ფუნქციონირებას. კომისია აღნიშნულ ღონისძიებებს ახორციელებს საჭიროების მიხედვით, საკუთარი ინიციატივით ან ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს მოთხოვნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა იყოს პროპორციული, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და განხორციელდეს მხოლოდ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის შეტყობინების შემდეგ, მის მოსაზრებაზე დაყრდნობით.

3. თუ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებიდან 2 თვის ვადაში არ წარმოადგენს თავის მოსაზრებას, საკითხი მასთან შეთანხმებულად ჩაითვლება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/116.md
