---
title: "მუხლი 120. ელექტროენერგიის ბაზარი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "120"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 120. ელექტროენერგიის ბაზარი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 120 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120

1. ელექტროენერგიის  ბაზარი მოიცავს ელექტროენერგიის  საცალო ბაზარსა და ელექტროენერგიის საბითუმო ბაზარს, მათ შორის, ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარს ან/და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს.

2. საბოლოო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ოპერაციები ხორციელდება ელექტროენერგიის საცალო ბაზარზე.

3. ელექტროენერგიის საბითუმო ორგანიზებული ბაზრის სეგმენტები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/119.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/120-1.md
