---
title: "მუხლი 125. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/125"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "125"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 125. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების პასუხისმგებლობა უბალანსობაზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 125 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/125

1. უბალანსობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, დაბალანსების ჯგუფის მოდელის შესაბამისად, ელექტროენერგეტიკულ სისტემაში წარმოებასა და მოხმარებას შორის ბალანსის მიღწევით და ფინანსური ოპერაციების ფიზიკური მიწოდებისგან განცალკევებით, ელექტროენერგიის ბაზარზე ყიდვა-გაყიდვის ოპერაციების დაუბრკოლებელი შესრულებისა და მათთან დაკავშირებული სამართლიანი ანგარიშსწორების უზრუნველსაყოფად.

2. დაბალანსების ჯგუფის მოდელთან დაკავშირებული პირობები, მათ შორის, დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების უფლებები და მოვალეობები, დგინდება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით. ელექტროენერგიის ბაზრის წესები ასევე განსაზღვრავს დაბალანსებაზე პასუხისმგებელ პირთა მნიშვნელობას და მათ პასუხისმგებლობას უბალანსობაზე.

3. დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების რეესტრის წარმოებას და მათი უბალანსობით გამოწვეული საბალანსო ელექტროენერგიის საჭიროების განსაზღვრას, აგრეთვე შესაბამისი მოცულობის გაანგარიშებას უზრუნველყოფს გადამცემი სისტემის ოპერატორი.

4. თითოეული დაბალანსების ჯგუფისთვის საანგარიშსწორებო აღრიცხვის წერტილების რეესტრს აწარმოებს გადამცემი სისტემის ოპერატორი.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
თავი XXXI. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/124.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/126.md
