---
title: "მუხლი 126. ბუნებრივი გაზის ბაზარი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/126"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "126"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 126. ბუნებრივი გაზის ბაზარი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 126 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/126

1. ბუნებრივი  გაზის ბაზარი მოიცავს ბუნებრივი  გაზის საცალო ბაზარსა და ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზარს ან/და ბუნებრივი გაზის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარს.

2. საბოლოო მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ოპერაციები ხორციელდება ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარზე.

3. ბუნებრივი  გაზის  საბითუმო  ორგანიზებული  ბაზრის  სეგმენტები განისაზღვრება  ბუნებრივი გაზის ბაზრის მოდელის კონცეფციით.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/125.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/127.md
