---
title: "მუხლი 127. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/127"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "127"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 127. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 127 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/127

1. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზებას ბუნებრივი გაზით ვაჭრობის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის სხვა ორგანიზებულ ბაზრებთან დაკავშირებისა და ინტეგრაციის მიზნით. ბუნებრივი გაზის ბაზრის ორგანიზება ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებით წესრიგდება.

2. ბუნებრივი გაზის დერივატივების საფონდო ბირჟის შექმნის უფლება აქვთ როგორც ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორს, ისე სხვა სუბიექტებს.

3. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს კომისიის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესების შესაბამისად გაცემული ლიცენზიის საფუძველზე.

4. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორი საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, ობიექტურობისა და არადისკრიმინაციულობის პრინციპების დაცვით. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის საქმიანობას ზედამხედველობს კომისია.

5. ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ გაწეული მომსახურების საფასურს განსაზღვრავს კომისია დადგენილი მეთოლოგიის შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/126.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/127-1.md
