---
title: "მუხლი 147. ენერგეტიკული საწარმოს ანგარიშებზე წვდომა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/147"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "147"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 147. ენერგეტიკული საწარმოს ანგარიშებზე წვდომა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 147 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/147

1. კომისიისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისათვის, თავიანთი საქმიანობებიდან გამომდინარე, ხელმისაწვდომია ენერგეტიკული საწარმოს ანგარიშები.

2. კომისია და ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან კომერციული საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ასეთი ინფორმაციის გამჟღავნება დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/146.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/148.md
