---
title: "მუხლი 149. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/149"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "149"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 149. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 149 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/149

1. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემა არის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სისტემა, რომელიც მოიცავს:
ა) ანგარიშთა გეგმას;
ბ) ანგარიშთა გეგმის გამოყენებისა და აღრიცხვის წარმოების ინსტრუქციებს;
გ) რეგულირების მიზნებისათვის წარსადგენი პერიოდული ანგარიშების ფორმასა და შინაარსს;
დ) ანგარიშგების პერიოდულობას;
ე) პირის მიერ ერთზე მეტი სალიცენზიო საქმიანობის ან/და სალიცენზიო საქმიანობასთან ერთად სხვა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში შემოსავლების, ხარჯების, აქტივების, ვალდებულებების, ფინანსური შედეგებისა და საკუთარი კაპიტალის ბუღალტრული აღრიცხვის განცალკევებულად  წარმოების წესებს.

2. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიანი სისტემის წარმოება სავალდებულოა გადაცემის ლიცენზიატისა და იმ განაწილებისა და წყალმომარაგების ლიცენზიატისთვის, რომელსაც არანაკლებ 50 000 მომხმარებელი ჰყავს.

3. (ამოღებულია - 22.12.2021, №1198).

4. ბუღალტრული აღრიცხვის ერთიან სისტემას ამტკიცებს კომისია.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.
თავი XXXVII. ინფორმაციის წარდგენა და კონფიდენციალურობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/148.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/150.md
