---
title: "მუხლი 15. ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/15"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "15"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 15. ლიცენზიის მოქმედება დროსა და სივრცეში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 15 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/15

1. ამ კანონით გათვალისწინებული ლიცენზიები გაიცემა უვადოდ.

2. ელექტროენერგიის ბაზრის, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ბაზრის შესაბამისი სეგმენტის (სეგმენტების) ოპერირებისთვის შეიძლება გაიცეს მხოლოდ ერთი შესაბამისი ლიცენზია, რომელიც ლიცენზიატს ანიჭებს საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საქმიანობის განხორციელების ექსკლუზიურ უფლებას.

3. ელექტროენერგიის გადაცემის ლიცენზია, ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზია, ბუნებრივი გაზის გადაცემის ლიცენზია, ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზია, წყალმომარაგების ლიცენზია შესაბამის ლიცენზიატს ანიჭებს ექსკლუზიურ უფლებას, განახორციელოს საქმიანობა ლიცენზიით გათვალისწინებულ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა არეალში. აღნიშნული საქმიანობისთვის ერთ გეოგრაფიულ, ადმინისტრაციულ ან კომისიის მიერ განსაზღვრულ სხვა   არეალში  გაიცემა მხოლოდ ერთი შესაბამისი საქმიანობის ლიცენზია.

4. ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, ენერგეტიკული საქმიანობის სფეროში სხვა ლიცენზიების რაოდენობა არ არის შეზღუდული.
საქართველოს 2021 წლის 22 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 30.12.2021წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/14.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/16.md
