---
title: "მუხლი 150. ინფორმაციის წარდგენა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/150"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "150"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 150. ინფორმაციის წარდგენა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 150 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/150

1. საქართველოს მთავრობას, სამინისტროს, კომისიასა და სხვა კომპეტენტურ სახელმწიფო ორგანოებს, თავიანთი საქმიანობებიდან გამომდინარე, უფლება აქვთ, შესაბამისი უწყებებისგან და რეგულირებული საწარმოებისგან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოითხოვონ მათ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია.

2. კომისიას უფლება აქვს, სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოებისგან და რეგულირებული საწარმოებისგან მოითხოვოს ამ კანონით განსაზღვრულ საქმიანობებზე ზედამხედველობის განხორციელებისთვის საჭირო ნებისმიერი მონაცემი და ინფორმაცია, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების ორგანოებისგან ან/და ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებისგან ან მესამე ქვეყნებისგან მიღებული მონაცემები და ინფორმაცია.

3. რეგულირებული საწარმო ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებსა და ინფორმაციას წარადგენს საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების, შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/149.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/151.md
