---
title: "მუხლი 155. სადავო საკითხების განხილვა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/155"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "155"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 155. სადავო საკითხების განხილვა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 155 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/155

1. კომისიაში წარდგენილ განცხადებას (საჩივარს) სადავო საკითხის განხილვის თაობაზე კომისია განიხილავს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონისა და კომისიის მიერ დამტკიცებული დავების განხილვის წესების შესაბამისად.

2. კომისიასადავო საკითხს განიხილავს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით, ზეპირი მოსმენის გარეშე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კომისია საკუთარი ინიციატივით მიიღებს გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარების თაობაზე.

3. კომისია სადავო საკითხის განხილვის უფლებამოსილების განხორციელებისას გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განცხადების (საჩივრის), მათ შორის, სრული დოკუმენტებისა და ინფორმაციის, მიღებიდან 2 თვის ვადაში. აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს 2 თვით, თუ კომისიას ინფორმაციის მოსაძიებლად დამატებითი დრო სჭირდება. კომისიის გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/154.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/156.md
