---
title: "მუხლი 157. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/157"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "157"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 157. ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 157 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/157

1. ამ კანონის მოთხოვნები 2036 წლის 31 აგვისტომდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების, ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე.

2. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემების ენერგეტიკული გაერთიანების მხარის შესაბამის სისტემებთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე.

3. იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან, ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით და არსებული ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთა შესასრულებლად სათანადო დათქმები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ბაზრის წესებში ან/და ქსელის წესებში. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც ამ კანონის მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ვაჭრობაზე.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები გამოიყენება, თუ ისინი არ ზღუდავს კომისიის, საქართველოს სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ტრანსსასაზღვრო ან/და რეგიონული თანამშრომლობის ვალდებულებას.
საქართველოს 2026 წლის 23 ივნისის კანონი №1740 – ვებგვერდი, 26.06.2026წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/156.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/158.md
