---
title: "მუხლი 167¹. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფ — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167-1"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "167^1"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 167¹. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ანაზღაურების ვალდებულებისგან გათავისუფ — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 167¹ (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167-1

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის რეგულირების საფასურის გადახდისა და ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება არ ვრცელდება ენგურჰესისა და ვარდნილჰესების კასკადის მიერ წარმოებულ და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვით მიწოდებულ ელექტროენერგიაზე.
საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4360 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167-2.md
