---
title: "მუხლი 167. მიწოდების უსაფრთხოება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "167"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 167. მიწოდების უსაფრთხოება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 167 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167

1. ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2021 წლის 31 მარტამდე.

2. ამ კანონის 143-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2022 წლის 31 მარტამდე.

3. საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ ამ კანონის 170-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებულ ვადებში შესაბამისი მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება ან/და მოქმედ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად.

4. კომისიამ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის დეტექტორების გამოყენების შესახებ რეკომენდაციების მომზადება და თავის ვებგვერდზე გამოქვეყნება.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/166.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/167-1.md
