---
title: "მუხლი 17. კომისიის სტატუსი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/17"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "17"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 17. კომისიის სტატუსი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 17 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/17

1. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონი, ეს კანონი, კომისიის დებულება და კომისიის მიერ დამტკიცებული სხვა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები.

2. კომისია ახორციელებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების საქმიანობის რეგულირებას და ზედამხედველობას, როგორც „ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, ამ სექტორების მარეგულირებელი ერთადერთი ორგანო.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/16-1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/18.md
