---
title: "მუხლი 27. კომისიის ყოველწლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/27"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "27"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 27. კომისიის ყოველწლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 27 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/27

1. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე ამზადებს და აქვეყნებს წინა წლის ფინანსურ ანგარიშს, რომელშიც უნდა აისახოს კომისიის მიერ რეგულირების საფასურიდან მიღებული თანხები, კომისიის ხარჯები, აღებული სესხები და კომისიის მიერ გამოყენებული სხვა თანხები.

2. კომისიის ფინანსური საქმიანობის კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოები. კომისიაში ფინანსური საქმიანობის აუდიტი ხორციელდება ყოველწლიურად, მოწვეული დამოუკიდებელი აუდიტორის მიერ. აუდიტის დასკვნა მზადდება და ქვეყნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად მომზადებულ ფინანსურ ანგარიშთან ერთად. კომისიის ფინანსური საქმიანობის აუდიტმა არ უნდა გამოიწვიოს კომისიის მიმდინარე საქმიანობის შეჩერება ან შეფერხება.

3. კომისია ყოველი წლის 1 ივნისამდე შეიმუშავებს წლიურ ანგარიშს მის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და შესრულებული ვალდებულებების შესახებ, მათ შორის, ამ კანონის VII თავით განსაზღვრულ თითოეულ მიზანთან, ვალდებულებასა და მარეგულირებელ უფლებამოსილებასთან დაკავშირებით მიღებული ზომებისა და დამდგარი შედეგების თაობაზე. კომისიის წლიური ანგარიში ეგზავნება საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას, აგრეთვე ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელ საბჭოს და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. კომისიის ანგარიში ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე.
თავი VII. კომისიის ამოცანები, ვალდებულებები და მარეგულირებელი უფლებამოსილება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/26.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/28.md
