---
title: "მუხლი 32. ელექტროენერგიის წარმოების პირობები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/32"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "32"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 32. ელექტროენერგიის წარმოების პირობები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 32 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/32

1. ელექტროენერგიის წარმოების ობიექტების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების მშენებლობა, მოვლა-პატრონობა, ოპერირება და გადამცემ ქსელთან ან/და გამანაწილებელ ქსელთან მიერთება უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, დადგენილ ტექნიკურ სტანდარტებს, ნორმებსა და სხვა სავალდებულო პირობებს, გარემოსთან, საზოგადოების უსაფრთხოებასა და საკუთრების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების ჩათვლით.

2. ელექტროენერგიის წარმოება, გარდა ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ექვემდებარება სავალდებულო ლიცენზირებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი წესით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/31.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/33.md
