---
title: "მუხლი 33. ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/33"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "33"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 33. ელექტროენერგიის მწარმოებლის უფლებები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 33 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/33

ელექტროენერგიის მწარმოებელი უფლებამოსილია:
ა) აწარმოოს ელექტროენერგია ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტისა და სალიცენზიო პირობებში აღნიშნული ენერგიის წყაროს მეშვეობით, შესაბამისი ლიცენზიითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით დადგენილი ტექნიკური მახასიათებლებისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვით;
ბ) დადოს ხელშეკრულებები ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის შესახებ ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით დადგენილი პირობების დაცვით;
გ) დადოს ხელშეკრულებები დაბალანსებისა და დამხმარე მომსახურების გაწევის შესახებ ამ კანონითა და მის საფუძველზე მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი პირობების დაცვით;
დ) ჰქონდეს დაშვება ელექტროენერგიის გადამცემ ან/და ელექტროენერგიის გამანაწილებელ სისტემასთან ამ კანონით, ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი პირობების შესაბამისად;
ე) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/32.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/34.md
