---
title: "მუხლი 35. ტენდერი ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/35"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "35"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 35. ტენდერი ელექტროენერგიის წარმოების ახალ სიმძლავრეებზე — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 35 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/35

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის წარმოების ახალი სიმძლავრის ასაშენებლად, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების არსებული სიმძლავრის გასაზრდელად, ჩაატაროს ტენდერი ან გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შერჩევის სხვა პროცედურა. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ტენდერის წესებსა და პირობებს, რომლებიც შესრულებული უნდა იქნეს გამჭვირვალედ და არადისკრიმინაციულად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/34.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/36.md
