---
title: "მუხლი 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/39"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "39"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 39. ბუნებრივი გაზის წარმოების სავალდებულო პირობები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 39 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/39

1. ბუნებრივი გაზის წარმოება შეიძლება განახორციელოს იმ საწარმომ, რომელსაც ექსპლუატაციაში შესულმოწყობილობაში ბუნებრივი გაზის დამუშავების ავტორიზაცია აქვს და ამ მოწყობილობის ოპერირებას „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს.

2. ბუნებრივი გაზის ყველა მწარმოებელი, რომლებიც ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ, უფლებამოსილია ბუნებრივი გაზის ბაზრის ოპერატორის მიერ მისი ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის შემდეგ ივაჭროს ბუნებრივი გაზის ბაზრის წესების შესაბამისად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/38.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/40.md
