---
title: "მუხლი 41. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/41"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "41"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 41. ბუნებრივი გაზის მწარმოებლის ვალდებულებები — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 41 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/41

1. ამ კანონის მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ვალდებულია:
ა) შეასრულოს ამ კანონით, ბუნებრივი გაზის ბაზრის წესებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნები და პირობები;
ბ) დააკმაყოფილოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებითა და ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელის წესებით დადგენილი ტექნიკური და საოპერაციო მოთხოვნები;
გ) შეასრულოს ენერგოეფექტურობისა და გარემოსდაცვითიმოთხოვნები;
დ) გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერირებისა და მართვისთვის საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;
ე) უზრუნველყოს გადამცემი სისტემის ოპერატორისა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის თავისუფალი წვდომა ბუნებრივი გაზის წარმოების ობიექტის იმ აღჭურვილობაზე, რომელიც გამოიყენება ბუნებრივი გაზის მისაწოდებლად შესაბამისად ბუნებრივი გაზის გადამცემ ან გამანაწილებელ ქსელში.

2. თუ საქართველოს მთავრობა საჭიროდ მიიჩნევს, რომ დააწესოს დამატებითი მოთხოვნები ბუნებრივი გაზის წარმოების პროცესის ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებლად, იგი უფლებამოსილია ცალკეული ტექნოლოგიებისთვის დაადგინოს ეფექტიანობის მინიმალური დონე, რომელიც მიღწეული უნდა იქნეს ბუნებრივი გაზის წარმოების ახალი ობიექტების მშენებლობის ან არსებული ობიექტების რეკონსტრუქციის დროს.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტების მოთხოვნები აგრეთვე ვრცელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით რეგულირებულ ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატზე.
კარი V. გადაცემა
თავი X. გადამცემი სისტემის ოპერატორის სტატუსი და დასახელება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/40.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/42.md
