---
title: "მუხლი 43. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/43"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "43"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 43 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/43

1. გადამცემი სისტემის ოპერატორის ავტორიზაციას ახდენს კომისია გადაცემის საქმიანობის ლიცენზიის გაცემით. ლიცენზია გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის V თავისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.

2. გადაცემის საქმიანობის ლიცენზია შეიძლება გაიცეს მხოლოდ ამ კანონის 50-ე მუხლით დადგენილი წესით სერტიფიცირებულ გადამცემი სისტემის ოპერატორზე.
თავი XI. გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევება

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/44.md
