---
title: "მუხლი 46. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/46"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "46"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 46. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 46 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/46

1. კომისია უფლებამოსილია, ამ კანონის 45-ე მუხლით დადგენილი ქონებრივი განცალკევებიდან გამონაკლისის სახით, ამ კანონის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირობების შესაბამისად განახორციელოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია.

2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:
ა) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი აკმაყოფილებს ამ კანონის 45-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი ფლობს საჭირო ფინანსურ, ტექნიკურ, ფიზიკურ და ადამიანურ რესურსებს, რათა შეასრულოს ამ კანონის 51-ე და 52-ე მუხლებით გათვალისწინებული ფუნქციები და ვალდებულებები;
გ) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა ამ კანონის 53-ე მუხლის შესაბამისად;
დ) გადამცემი სისტემის მესაკუთრე განაცხადებს, რომ აქვს ამ კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების სათანადო შესაძლებლობა, რის დასტურადაც წარმოადგენს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატსა და სხვა შესაბამის საწარმოებთან (ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში) წინასწარ შეთანხმებულ, გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტებს;
ე) დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორობის კანდიდატს აქვს სათანადო შესაძლებლობა, შეასრულოს გადამცემ სისტემასთან დაშვებასთან დაკავშირებული ვალდებულებები, რაც გულისხმობს, სხვა საკითხებთან ერთად, გადამცემი სისტემის ოპერატორებთან თანამშრომლობას ევროპულ და რეგიონულ დონეებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/45.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/47.md
