---
title: "მუხლი 67. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/67"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "67"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 67. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთება — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 67 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/67

გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან ბუნებრივი გაზის მოწყობილობების მიერთების საფასურს ადგენს კომისია თავის მიერ მიღებული მეთოდოლოგიის საფუძველზე განხორციელებული გაანგარიშების შედეგად.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/66.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/68.md
