---
title: "მუხლი 77. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/77"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "77"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 77. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიში — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 77 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/77

1. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი ვალდებულია ყოველწლიურად გამოაქვეყნოს თავის მიერ წინა კალენდარულ წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში კომისიის მიერ დადგენილი ფორმითა და დადგენილ ვადაში.

2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი წლიურ ანგარიშს კომისიის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ წარუდგენს სამინისტროს, რომელიც ამ ანგარიშის გათვალისწინებით ამზადებს ქვეყანაში მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობისა და ელექტროენერგიასა და ბუნებრივ გაზზე საპროგნოზო მოთხოვნის შესახებ წლიურ ანგარიშს.

3. კომისია უფლებამოსილია გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის წლიური ანგარიშის საფუძველზე გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს ან/და შესაბამის შემთხვევაში სხვა ენერგეტიკულ საწარმოს მოსთხოვოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს:
ა) გამჭვირვალობა, ობიექტურობა და არადისკრიმინაციულობა;
ბ) გამანაწილებელი სისტემის სათანადოდ ოპერირება და მართვა;
გ) გამანაწილებელ ქსელში დანაკარგების შემცირება;
დ) გამანაწილებელ ქსელში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
ე) ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესება.
თავი XVIII. გამანაწილებელი სისტემის ოპერირება და მართვა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/76.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/78.md
