---
title: "მუხლი 91. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/91"
law: "ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ"
article: "91"
identifier: "5646-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2026-06-23"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 91. გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის ავტორიზაცია — ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

> Text consolidated as of 2026-06-23. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ, მუხლი 91 (consolidated as of 2026-06-23), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/91

1. გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირებასთან დაკავშირებულ საქმიანობას ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით ახორციელებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორი.

2. კომისია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონითა და კომისიის მიერ დამტკიცებული ლიცენზირების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად, გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტის ოპერირების ლიცენზიის გაცემის გზით, ახდენს ბუნებრივი გაზის საწარმოს (რომელიც საკუთრების ან/და განკარგვის უფლებით ფლობს გათხევადებული ბუნებრივი გაზის ობიექტს), როგორც გათხევადებული ბუნებრივი გაზის სისტემის ოპერატორის, ავტორიზაციას.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/90.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4747785-energetikisa-da-wqalmomaragebis-shesakheb/92.md
