---
title: "მუხლი 5. დერივატივისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების საბოლოობა — ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/5"
law: "ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ"
article: "5"
identifier: "5672-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. დერივატივისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორების საბოლოობა — ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/5

1. დერივატივსა და ფინანსურ გირავნობასთან დაკავშირებით ფულადი სახსრების ან ფინანსური ინსტრუმენტების გადარიცხვის/გადაცემის დავალებები გამოუთხოვადია.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დავალებების გამოუთხოვადობა და ანგარიშსწორების საბოლოობა რეგულირდება „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.

3. ის სამართლებრივი აქტები, რეგულაციები და გადაწყვეტილებები, რომელთა საფუძველზე რეჟიმის ამოქმედებამდე დადებული გარიგებები/განხორციელებული გადახდები შესაძლებელია ბათილად ან იურიდიული ძალის არმქონედ გამოცხადდეს, არ გავრცელდება ურთიერთგაქვითვის/საბოლოო ურთიერთგაქვითვის შედეგად დადებულ გარიგებებზე/განხორციელებულ გადახდებზე.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/6.md
