---
title: "მუხლი 6. ანგარიშგება — ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/6"
law: "ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ"
article: "6"
identifier: "5672-რს"
adopted: "2019-12-20"
consolidated_as_of: "2023-12-15"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 6. ანგარიშგება — ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ

> Text consolidated as of 2023-12-15. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ, მუხლი 6 (consolidated as of 2023-12-15), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/6

1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დერივატივის მხარეებს მოსთხოვოს და მათგან მიიღოს დადებული გარიგებების შესახებ ნებისმიერი (მათ შორის, კონფიდენციალური) ინფორმაცია თავის მიერ დადგენილი წესით.

2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია მოსთხოვოს ისეთ პირსაც, რომელიც საფინანსო სექტორის წარმომადგენელი არ არის.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
თავი III. ფინანსური გირავნობა

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4753907-pinansuri-giravnobis-urtiertgakvitvisa-da-derivativebis-shesakheb/7.md
