---
title: "მუხლი 12. განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/12"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "12"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 12. განცხადებისა და სარეგისტრაციო დოკუმენტაციის წარდგენა — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 12 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/12

1. განცხადება და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია შეიძლება წარედგინოს სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – იუსტიციის სახლს ან სხვა ავტორიზებულ პირს, პირადად, ელექტრონულად ან ფოსტის მეშვეობით. განცხადების ფოსტის მეშვეობით წარდგენისას განცხადებაზე ხელმოწერა დამოწმებულ უნდა იქნეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციის, ასევე, მიმდინარე სარეგისტრაციო წარმოებაზე დამატებითი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის წარმოდგენისას სააგენტო გასცემს განცხადების/დოკუმენტაციის მიღების დამადასტურებელ ბარათს.

3. იურიდიული პირის მიერ ან მისი მონაწილეობით შედგენილ სარეგისტრაციო დოკუმენტზე ხელმოწერა უნდა დამოწმდეს ნოტარიუსის ან უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ხოლო ელექტრონულ დოკუმენტზე, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა შესრულდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.

4. იურიდიული პირის მიერ სარეგისტრაციო მიზნებისთვის გაცემული მინდობილობა უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით ან „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ის უნდა შეიცავდეს კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ან/და მას უნდა დაესვას კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 13 აპრილის ბრძანება №817 - ვებგვერდი, 13.04.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/13.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
