---
title: "მუხლი 19. ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის , ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების ცალმხრივად შეწყვეტის რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/19"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "19"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 19. ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის , ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების ცალმხრივად შეწყვეტის რეგისტრაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 19 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/19

1. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, დაინტერესებულ პირს გააჩნია გარიგების ცალმხრივად შეწყვეტის უფლებამოსილება.

2. თუ დაინტერესებულ პირს რეგისტრაციის შეწყვეტის მოთხოვნის უფლება წარმოეშობა ხელშეკრულების მეორე მხარის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია უქმდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის დარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე.

3. თუ რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების შესაბამისად, ფულადი ვალდებულება უნდა შესრულდეს განსაზღვრულ ვადაში თანხის მხოლოდ კონკრეტულ საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით, რეგისტრაცია შეწყდება შესაბამისი კომერციული ბანკის მიერ გაცემული ცნობის ან საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის საფუძველზე, რომლითაც დადასტურდება სახელშეკრულებო პირობების დარღვევა.

4. სააგენტო უფლებამოსილია დაინტერესებული პირის მოთხოვნით შეწყვიტოს ქირავნობის, ქვექირავნობის, იჯარის, ქვეიჯარის ან/და თხოვების უფლების რეგისტრაცია, თუ გასულია რეგისტრაციის საფუძვლად არსებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამავე დოკუმენტით სხვა რამ არის გათვალისწინებული.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/18.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/20.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
