---
title: "მუხლი 37⁶. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-6"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "37^6"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 37⁶. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 37⁶ (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-6

1. უძრავი ნივთის ადგილზე დათვალიერება არ შეიძლება ჩაატაროს პირმა, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული პირი საქმეში;
ბ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
გ) რეგისტრაციით დაინტერესებული პირის წარმომადგენელია;
დ) შრომით ურთიერთობაშია რეგისტრაციით დაინტერესებულ პირთან;
ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს ან საწესდებო კაპიტალის წილს/აქციას/პაის იმ საწარმოში, რომელშიც რეგისტრაციით დაინტერესებული პირი ფლობს წილს/აქციას/პაის.

2. ამ მუხლის მიზნებისთვის ნათესავად ჩაითვლება:
ა) აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი (მშობლები და მათი მშობლები და ა.შ.; შვილები და მათი შვილები და ა.შ.);
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და აღმავალი ან დამავალი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის ნათესავის და-ძმა (ბიძები, დეიდები, მამიდები);
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია, სააგენტოს აცნობოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული გარემოების შესახებ და მოითხოვოს თვითაცილება.

4. დაინტერესებულ პირს (წარმომადგენელს), რომელიც მიიჩნევს, რომ არსებობს ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილების საფუძველი, უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებამდე, წერილობით გამოუცხადოს მას აცილება. განცხადება აცილების შესახებ უნდა იყოს დასაბუთებული.

5. დაინტერესებულმა პირმა (წარმომადგენელმა) აცილების განცხადება უნდა შეიტანოს სააგენტოში ადგილზე დათვალიერების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღეში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ისეთი ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს.

6. ადგილზე დათვალიერებაზე უფლებამოსილი პირის აცილებისა და თვითაცილების საკითხს წყვეტს სააგენტო, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-5.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/37-7.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
