---
title: "მუხლი 47. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგების — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/47"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "47"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 47. სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში საკადასტრო აღწერის შედეგების — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 47 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/47

გადამოწმების მიზნით განცხადების წარდგენა
1. დაინტერესებულ პირებს, სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ინფორმაციის საჯაროდ გამოქვეყნებიდან 1 თვის ვადაში უფლება აქვთ განცხადებით მიმართონ სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელს საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმების მოთხოვნით. განცხადება უნდა იყოს დასაბუთებული და ასახავდეს დაინტერესებული პირის მოსაზრებებს საკადასტრო აღწერის შედეგების კორექტირების შესახებ. ერთთვიანი ვადის გასვლის შემდეგ უფლებები რეგისტრირდება საკადასტრო რუკაზე ასახული ინფორმაციის შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მიმდინარეობს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება.

2. თუ დაინტერესებულმა პირმა მონაცემების საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, მოითხოვა საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმება და სააგენტოს/განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტის განმახორციელებელის მიერ საკადასტრო აღწერის შედეგების გადამოწმებამდე უარი თქვა მოთხოვნაზე ან გადამოწმებისთვის დადგენილ ვადაში ვერ მოხერხდა მასთან დაკავშირება, სარეგისტრაციო წარმოება გრძელდება საკადასტრო აღწერის შედეგების პირველადი მონაცემების შესაბამისად.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 7 თებერვლის ბრძანება №806 - ვებგვერდი, 07.02.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/46.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/48.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
