---
title: "მუხლი 54. ნოტარიუსის მედიატორ ნოტარიუსთა სიიდან ამორიცხვა — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/54"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "54"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 54. ნოტარიუსის მედიატორ ნოტარიუსთა სიიდან ამორიცხვა — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 54 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/54

1. სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სააგენტოს დაუყოვნებლივ მიაწვდის ნოტარიუსთან (ნოტარიუსებთან) დაკავშირებულ ისეთ ინფორმაციას, რაც შეიძლება გახდეს მისი (მათი) მედიატორი ნოტარიუსების სიიდან ამოღების საფუძველი.

2. მედიატორი ნოტარიუსის მიერ დაკისრებული უფლებამოსილების არაჯეროვნად შესრულებისას და კანონმდებლობის მოთხოვნათა არსებითი დარღვევისას, ამის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ამ შემთხვევაში მედიაციის პროცესს წარმართავს სხვა მედიატორი ნოტარიუსი, რომელიც შეირჩევა ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

3. სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატა დამდგარი შედეგის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სააგენტოს. თუ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიერ მოწოდებულ იქნა ინფორმაცია, რომლითაც დადასტურდება ნოტარიუსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დარღვევა, სააგენტო ნოტარიუსს ამორიცხავს მედიატორთა სიიდან.
თავი VIII. გარიგების მონაწილე მხარეთა მიერ სააგენტოში ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/53.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/55.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
