---
title: "მუხლი 58¹. გარიგების დადების სპეციალური წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/58-1"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "58^1"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 58¹. გარიგების დადების სპეციალური წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 58¹ (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/58-1

1. ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი სააგენტოს თანამშრომლის თანდასწრებით, ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნილ გარიგებაზე მხარის ხელმოწერა შესაძლებელია არ აკმაყოფილებდეს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერისათვის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპისათვის კანონით დადგენილ მოთხოვნებს, თუ გარიგების დადება ხდება კომუნიკაციის დისტანციური ელექტრონული საშუალების გამოყენებით და უზრუნველყოფილია ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირისა და გარიგების მხარეების პირდაპირი ვიზუალური კონტაქტი.

2. ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილი პირის მიერ გარიგების მხარეების იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება ხდება დისტანციური იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით.

3. ამ მუხლით დადგენილი წესით გარიგების დადება დასაშვებია, თუ გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებაზე უფლებამოსილ პირთან არათანმყოფი პირი საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბინადრობის მოწმობის მქონე პირია და მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

4. გარიგების შინაარსის გაცნობის შემდეგ მხარეებმა მკაფიოდ უნდა განაცხადონ, რომ გარიგება შეესაბამება მათ ნებას და ხელს აწერენ მას ელექტრონულად. სააგენტოს უფლებამოსილი პირი გარიგების მხარეთა ხელმოწერების ნამდვილობას ამოწმებს დოკუმენტზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმით.

5. ამ მუხლით გათვალისწინებული წესებით გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმებისას მისი დამმოწმებელი ვალდებულია უზრუნველყოს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების პროცესის მიმდინარეობის ვიდეოჩანაწერზე აღბეჭდვა შესაბამისი ტექნიკური საშუალების გამოყენებით. ვიდეოჩანაწერი უნდა ასახავდეს გარიგებაზე ხელმოწერის დამოწმების სრულ მიმდინარეობას. ვიდეოჩანაწერის შენახვასა და სათანადოდ დაარქივებას უზრუნველყოფს ხელმოწერის დამმოწმებელი.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2022 წლის 23 აგვისტოს ბრძანება №860 - ვებგვერდი, 23.08.2022 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/58.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/59.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
