---
title: "მუხლი 61. გეოგრაფიული ობიექტის , ბინისა და სხვა სახის ობიექტის ნუმერაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/61"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "61"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 61. გეოგრაფიული ობიექტის , ბინისა და სხვა სახის ობიექტის ნუმერაცია — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 61 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/61

1. სააგენტო ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე, მუნიციპალიტეტის დასახლებაში არსებული გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭებას ციფრების ან/და ქართული ანბანის ასოების გამოყენებით.

2. გეოგრაფიული ობიექტისათვის, ბინისა და სხვა ობიექტისათვის ნომრის მინიჭება ან/და მასში ცვლილების შეტანა წარმოებს, თუ:
ა) ობიექტს არ აქვს მინიჭებული ნომერი;
ბ) მეორდება ნომერი;
გ) დარღვეულია ნუმერაციის თანმიმდევრობა;
დ) მოხდა გეოგრაფიული ობიექტის, ბინის ან სხვა ობიექტის დაყოფა/გაერთიანება;
ე) ნომერი მინიჭებულია არასწორად.

3. ნუმერაციას ექვემდებარება:
ა) მიწის ნაკვეთი, შენობა-ნაგებობა, სატრანსპორტო სისტემის ობიექტი ან სხვა სახის ობიექტი;
ბ) მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობის სადარბაზო, ბინა და სხვა ფართობი.

4. დაუშვებელია ნომრის განმეორება. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია უზრუნველყოს ხელახალი ნუმერაცია.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/60.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/62.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
