---
title: "მუხლი 69. ფინანსური გირავნობის რეგისტრაციის წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/69"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "69"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 69. ფინანსური გირავნობის რეგისტრაციის წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 69 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/69

1. ფინანსური გირავნობა, რომლის საგანია საკრედიტო მოთხოვნა „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (შემდგომ – ფინანსური გირავნობა), რეგისტრირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში.

2. ფინანსური გირავნობის რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ შეტყობინებისა და ფინანსური გირავნობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების სიის წარმოდგენის საფუძველზე.

3. ფინანსურ გირავნობაში ცვლილების რეგისტრაციის შემთხვევაში, სააგენტოს წარედგინება შეტყობინება და რეგისტრირებული მოთხოვნების სიაში დასამატებელი ან/და ამ სიიდან ამოსაღები მოთხოვნების სია.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნების სია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფაილის სახით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფაილისა და მოთხოვნების საიდენტიფიკაციო მონაცემების ფორმატს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №918 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/68.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/70.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
