---
title: "მუხლი 70. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/70"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "70"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 70. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის წესი — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 70 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/70

1. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები და ამავე მუხლის მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის (სუბიექტების) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები (შემდგომ – უზრუნველყოფის აქტივები) რეგისტრირდება მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში.

2. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია დაადგინოს, არის თუ არა განმცხადებელი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალე.

3. უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაცია ხდება განმცხადებლის მიერ შეტყობინების და იმ ხელშეკრულებების სიის წარმოდგენის საფუძველზე, რომლებიდანაც უზრუნველყოფის აქტივები წარმოიშობა. შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი უნდა შეიცავდეს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ან რეფინანსირების პროგრამის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს.

4. უზრუნველყოფილი აქტივების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში სააგენტოს წარედგინება შეტყობინება ან სხვა დოკუმენტი და რეგისტრირებული ხელშეკრულებების სიაში დასამატებელი ან/და ამ სიიდან ამოსაღები ხელშეკრულებების სია.

5. დაუშვებელია მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციის გაუქმება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის წერილობითი ნებართვის, ხოლო შესაბამის შემთხვევაში − პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის წერილობითი ნებართვის გარეშე.

6. ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციას მესამე პირთა (მათ შორის, მსესხებლის) თანხმობა არ სჭირდება.

7. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული ხელშეკრულებების სია სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფაილის სახით, რომელიც საჯაროა და ხელმისაწვდომია სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის მეშვეობით. ელექტრონული ფაილისა და ხელშეკრულებების საიდენტიფიკაციო მონაცემების ფორმატს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 13 ივნისის ბრძანება №918 - ვებგვერდი, 14.06.2023 წ.
თავი XI I .
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 31 მაისის ბრძანება №1212 - ვებგვერდი, 31.05.2026 წ.
ტოპოგრაფიული, გეოდეზიური და საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების წარმოების, კარტოგრაფიული, ფოტოგრამმეტრიული და გეოინფორმაციული სერვისების მიწოდების, აგრეთვე ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/69.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/71.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
