---
title: "მუხლი 72. გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
url: "https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/72"
law: "„საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე"
article: "72"
identifier: "487"
adopted: "2019-12-31"
consolidated_as_of: "2026-05-31"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "Legal.Ge"
---

# მუხლი 72. გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობის პირობები — „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

> Text consolidated as of 2026-05-31. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: „საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 72 (consolidated as of 2026-05-31), Legal.Ge, https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/72

1. სააგენტო უფლებამოსილია გეოდეზიური, ტოპოგრაფიული, საკადასტრო, კარტოგრაფიული და ფოტოგრამმეტრიული სამუშაოების ზედამხედველობა განახორციელოს საკუთარი ინიციატივით, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მომართვის ან დაინტერესებული პირის წერილობითი განცხადების საფუძველზე.

2. საკადასტრო აგეგმვით/აზომვით სამუშაოზე, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვით სამუშაოზე ზედამხედველობის ფარგლებში, სააგენტო შეუსაბამობას ადგენს, თუ გამოვლინდა, რომ:
ა) საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზი, მათ შორის, შენობა-ნაგებობისა და შენობა-ნაგებობის ერთეულის შიდა აზომვითი ნახაზი მომზადებულია ადგილზე გაუსვლელად;
ბ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის შედგენის დროს სრულად და ზუსტად არ ასახა უძრავი ნივთის ფაქტობრივი მდგომარეობა;
გ) საკადასტრო სამუშაოების შესრულებაზე უფლებამოსილმა პირმა საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შედგენის დროს დაარღვია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის/შიდა აზომვითი ნახაზის შესრულებისათვის დადგენილი მოთხოვნები.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შემოწმების საფუძველზე, სააგენტო გასცემს წერილობით რეკომენდაციას მონაცემების გასწორების თაობაზე, კონკრეტულ გარემოებებზე მითითებით.

4. სააგენტოს მიერ ზედამხედველობის განხორციელებისას, შესაბამისი პირობების დადგენის შემთხვევაში, შესაძლოა გამოყენებულ იქნეს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 8 აგვისტოს №388 დადგენილებით დამტკიცებული „საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით შესრულებისათვის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოს შესრულებაზე უფლებამოსილმა პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესი“.

5. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით დააზუსტოს, შეცვალოს, ძალადაკარგულად გამოაცხადოს ან ბათილად ცნოს უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან ურთიერთშეუსაბამო მონაცემები და უზრუნველყოს ამ მიზნით დაწყებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში ყველა დაინტერესებული პირის ჩართვა.

6. ზედამხედველობის განხორციელებისას ფიზიკური და იურიდიული პირები ვალდებული არიან მიაწოდონ მოთხოვნილი ინფორმაცია სააგენტოს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2026 წლის 31 მაისის ბრძანება №1212 - ვებგვერდი, 31.05.2026 წ.

## დაუსვით შეკითხვა იურისტებს

ერთი შეკითხვა რამდენიმე ვერიფიცირებულ იურისტს Legal.Ge-ზე: https://legal.ge/ka/ask

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4764812-sajaro-reestris-shesakheb-instruktsiis-damtkitsebis-taobaze/71.md

---
Access: public, 200 law articles a day per network address on these .md pages. More: Register free on Legal.Ge, create a personal API key at https://legal.ge/en/developers#key and send it as "Authorization: Bearer <key>" (or add ?key=<key> to the link). With a key, the first 200 law articles a day on the account cost nothing; after that each delivered article costs 10 LEX (0.01 GEL) and each historical wording (as_of_date, when held) 20 LEX (0.02 GEL), up to 500 requests a day; for more, ask for a custom quota at https://legal.ge/en/developers#limit. Searches, terms and specialist search stay free, and errors and refusals are never charged. Top up LEX at https://legal.ge/en/developers#lex. Guide for AI agents: https://legal.ge/agents.md
