---
title: "მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სფერო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/11"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "11"
identifier: "matsne 4768318"
adopted: "2020-01-08"
consolidated_as_of: "2022-04-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სფერო — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 11 (consolidated as of 2022-04-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/11

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  გერბი გამოისახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების შემდეგი ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენ­ლო­ბი­­თი და აღმასრულებელი ორგანოები;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავ­მ­ჯ­დო­­­­­­მარე;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთავრობო და საქვეუწ­ყებო დაწესებულებები, მათი ტერიტორიული ორგანოები;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომი­სია.

2. სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის  გან­თავ­სება აგრეთვე ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნოების შენობების ფასადზე, მათ სხდომათა დარბაზებში, თა­ნა­მ­დე­ბო­ბის პირების სამუშაო ოთახებში.

3. ამ მუხლის  პირველი პუნქტით გათვალისწინებული ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ გაცემულ ოფიციალურ დოკუმენტებზე აჭა­­რის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება სავალდებულოა.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების სხვა შემთხვევები შეიძლება განისაზღვროს კანონმდებლობით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/10.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/12.md
