---
title: "მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/12"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "12"
identifier: "matsne 4768318"
adopted: "2020-01-08"
consolidated_as_of: "2022-04-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 12. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენების წესი — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 12 (consolidated as of 2022-04-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/12

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყე­ების შემთხვევაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი განთავსდება (გამოისახება) სხვა გერბის ან ჰერალდიკური ნიშნის მარცხენა მხარეს (ჰერალდიკური მარჯვენა მხარე) დამკვირვებლის პოზიციიდან, რომელიც ამ გერბის (ჰერალდიკური ნიშნის) პირდაპირ დგას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალიტეტების გერბების (ჰერალდიკური ნიშნების) ერთდროულად გამოყენების შემთხვევაში დაუშვებელია, სხვა გერბი ან ჰერალდიკური ნიშანი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბზე მაღლა განთავსდეს (გამოისახოს) ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბს ზომით აღემატებოდეს.

3. დაზიანებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერ­ბის გამოყენება დაუშვებელია.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის გამოყენება ამ კანო­ნის დარღვევით ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბის შებღალვა იწ­ვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

5. ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, პო­ლი­­ტიკურ პარტიებსა და შემოქმედებით კავშირებს ეკრძალებათ აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერ­­ბის შენობების ფასადებზე, ბლანკებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე გამოყენება. სხვა შემ­თხვე­ვაში ისინი აჭარის ავ­ტო­ნომიური რესპუბლიკის გერბს შეუზღუდავად იყენებენ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/11.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/13.md
