---
title: "მუხლი 2. აჭა­რის ავ­­ტო­ნომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება და ზომები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/2"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "2"
identifier: "matsne 4768318"
adopted: "2020-01-08"
consolidated_as_of: "2022-04-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. აჭა­რის ავ­­ტო­ნომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება და ზომები — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2022-04-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/2

1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით დადგენილი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ერთადერთი ვარიანტი. სხვა დროშის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშად გამოყენება აკრძალულია.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულება თან ერთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციას.

3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოსახულების (მათ შორის, ფერების) შეცვლა აკრძალულია.

4. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის ზომების შეცვლა შესაძლებელია  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით განსაზღვრული შესაბამისი პროპორციების დაცვით.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/3.md
