---
title: "მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა და გამოფენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/5"
law: "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ"
article: "5"
identifier: "matsne 4768318"
adopted: "2020-01-08"
consolidated_as_of: "2022-04-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 5. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის აღმართვა და გამოფენა — აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ

> Text consolidated as of 2022-04-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ, მუხლი 5 (consolidated as of 2022-04-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/5

1. საქართველოს სახელმწიფო დროშასთან ერთად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა მუდმივად  აღმართულია:
ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობაზე;
ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს შენობაზე, აგრეთვე იმ შენობაზე სადაც იმართება მისი სესიები, – სესიების მიმდინარეობის პერიოდში;
გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობაზე;
დ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების შენობებზე;
ე) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე მუნიციპალიტეტის ორგანოების შენობებზე, აგრეთვე იმ შენობებზე, სადაც იმართება ამ ორგანოთა სხდომები, – სხდომების მიმდინარეობის პერიოდში.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშა გამოიფინება აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიმდინარე ოფიციალურ ღონისძიებებზე.

3. ამ მუხლით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელები განსაზღვრავენ თავიანთ დაწესებულებებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშის გამოყენების და დაცვის სხვა შემთხვევებს.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2022 წლის 21 აპრილის კანონი №52-IIს - ვებგვერდი, 26.04.2022წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/4.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4768318-acharis-avtonomiuri-respublikis-simboloebis-gamoqenebis-wesis-shesakhe/6.md
