---
title: "მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/2"
law: "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
article: "2"
identifier: "5749-IIს"
adopted: "2020-03-17"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 2. ტერმინთა განმარტება — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 2 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/2

ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული − საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXII თავით, 143
​
1
და 143
​
2
მუხლებით (თუ ამ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული მოიცავს სექსუალური მომსახურების გაწევის იძულებას ან პირის პროსტიტუციაში/პორნოგრაფიაში ჩაბმას), 144
1
მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 253-ე მუხლით, 254-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით, 255-ე მუხლის მე-3−მე-7 ნაწილებით, 255
​
1
და 255
​
2
მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული;
ბ) მსჯავრდებული − პირი (მათ შორის, სასჯელმოხდილი პირი), რომლის მიმართაც გამოტანილია სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამორთმეული არ აქვს შესაბამისი უფლება ამ კანონით დადგენილი წესით;
გ) სამინისტრო − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
დ) უფლებაჩამორთმეული პირი − პირი, რომელსაც სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ამ კანონის შესაბამისად, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე ჩამოერთვა ერთი ან რამდენიმე შესაბამისი უფლება;
ე) რეესტრი − სამინისტროში შექმნილი ელექტრონული ბაზა, რომელშიც შეტანილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა და უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.
საქართველოს 2020 წლის 13 ივლისის კანონი №6756 – ვებგვერდი, 20.07.2020წ.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/1.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/3.md
