---
title: "მუხლი 4. ვადის ათვლა — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/4"
law: "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
article: "4"
identifier: "5749-IIს"
adopted: "2020-03-17"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 4. ვადის ათვლა — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 4 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/4

პირისთვის ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი უფლების ჩამორთმევის ვადის ათვლა იწყება:
ა) პირის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებისას – პირის მიერ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხდისთანავე;
ბ) პირის მიმართ პირობითი მსჯავრის გამოყენებისას – გამოსაცდელი ვადის დაწყების მომენტიდან;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში − პირის მიერ შესაბამისი დაწესებულების დატოვების მომენტიდან;
დ) პირისთვის ძირითადი სასჯელის სახედ არასაპატიმრო სასჯელის დანიშვნისას – სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტიდან;
ე) პირის პირობით ვადამდე გათავისუფლებისას − პირის პირობით ვადამდე გათავისუფლების მომენტიდან;
ვ) პირისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას − პირისთვის სასჯელის შეცვლის მომენტიდან;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისას − პირის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების მომენტიდან.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/3.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/5.md
