---
title: "მუხლი 9. გარდამავალი დებულებები — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
url: "https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/9"
law: "სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ"
article: "9"
identifier: "5749-IIს"
adopted: "2020-03-17"
consolidated_as_of: "2024-12-12"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 9. გარდამავალი დებულებები — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

> Text consolidated as of 2024-12-12. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ, მუხლი 9 (consolidated as of 2024-12-12), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/9

1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება.

2. მინისტრმა 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს:
ა) „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ“ ნორმატიული აქტის გამოცემა;
ბ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.

3. სამინისტრომ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიტანება ამ თარიღისთვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებულ პირთა/უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/8.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4792146-skesobrivi-tavisuplebisa-da-khelsheukheblobis-winaaghmdeg-mimartul-dan/10.md
