---
title: "მუხლი 115 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
url: "https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/115"
law: "საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
article: "115"
identifier: "matsne 4801430"
adopted: "1921-02-21"
consolidated_as_of: "1921-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 115 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

> Text consolidated as of 1921-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), მუხლი 115 (consolidated as of 1921-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/115

რესპუბლიკას აქვს საკუთარი სააღებ-მიმცემო და სამრეწველო მეურნეობა, რომლის გაფართოება და ერთი მთლიანი საზოგადოებრივი მეურნეობის შექმნა მისი მთავარი მიზანია. რესპუბლიკა ხელს უწყობს ადგილობრივ თვითმართველობის ორგანოთა ასეთსავე მეურნეობის გაფართოვებას და გაძლიერებას. რესპუბლიკას შეუძლია კანონმდებლობის გზით გაასაზოგადოოს ის სავაჭრო-სამრეწველო და სასოფლო-სამეურნეო დარგი და წარმოება, რომელიც ამისთვის გამოსადეგია.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/114.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/116.md
