---
title: "მუხლი 130 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
url: "https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/130"
law: "საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
article: "130"
identifier: "matsne 4801430"
adopted: "1921-02-21"
consolidated_as_of: "1921-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 130 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

> Text consolidated as of 1921-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), მუხლი 130 (consolidated as of 1921-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/130

ეროვნულ უმცირესობისაგან შემდგარი ადგილობრივ თვითმართველობის ერთეულებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დააარსონ ეროვნული კავშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძღოლად კონსტიტუციისა და კანონის ფარგალში. ეროვნულ უმცირესობას, რომელსაც ასეთი თვითმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლია ამის გარეშეც შეადგინოს ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით. ეროვნულ კავშირში შესვლა ხდება სალაპარაკო ენის მიხედვით. ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-განმანათლებელ საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო და თვითმართველობათა ბიუჯეტიდან გადაიდება ფინანსიური საშვალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/129.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/131.md
