---
title: "მუხლი 43 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
url: "https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/43"
law: "საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)"
article: "43"
identifier: "matsne 4801430"
adopted: "1921-02-21"
consolidated_as_of: "1921-02-21"
legal_force: "in force"
official_source: "matsne, the Legislative Herald of Georgia"
publisher: "legal.ge"
---

# მუხლი 43 — საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს)

> Text consolidated as of 1921-02-21. Official source: matsne, the Legislative Herald of Georgia.
> Cite as: საქართველოს კონსტიტუცია (მიღებული საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1921 წლის 21 თებერვალს), მუხლი 43 (consolidated as of 1921-02-21), legal.ge, https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/43

ამბოხებისა ან ომის დროს, პარლამენტს უფლება აქვს დროებით შეაჩეროს მთელს რესპუბლიკაში, ან რომელსამე მის ნაწილში იმ უფლებათა გარანტია, რომელიც აღნიშნულია შემდეგ მუხლებში: 19, 22, 25, 26, 27, 28, 29, 30, 32, 33, და 38, ომის დროს კი 21 მუხლში აღნიშნული გარანტიაც იმ პირობით, რომ სამხედრო სამართალში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ მომქმედი ჯარის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. თუ პარლამენტი შეკრებილი არ არის, მთავრობას შეუძლია თავის პასუხისმგებლობით შეაჩეროს ზემოაღნიშნულ გარანტიათა მოქმედება, მხოლოდ დაუყოვნებლივ უნდა მოიწვიოს პარლამენტი და თავის დადგენილება წარუდგინოს.

---
Previous article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/42.md
Next article: https://legal.ge/ka/law/4801430-sakartvelos-konstitutsia-mighebuli-sakartvelos-dampudznebeli-krebis-mi/44.md
